საფრანგეთი Vs სამხრეთ აფრიკა - რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მიხეილ მესხზე
საქართველოში მიმდინარე რაგბის 20-წლამდე ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.
დღეს ორი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა და ფინალისტები გამოვლინდნენ.
პირველი მატჩი 18:00-ზე ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთის და ახალი ზელანდიის ასაკობრივი ნაკრებები შეხვდნენ. გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს(26:22) და ფინალში გავიდნენ.
მეორე მატჩიც ამავე სტადიონზე გაიმართა, რომელიც 20:30-ზე დაიწყო. ფინალისთვის ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და ინგლისი ებრძოდნენ.
გამარჯვება სამხრეთ აფრიკელებს დარჩათ - 53:37, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 32-ე წუთზე ინგლისს კელი გაუძევეს.
ცნობისთვის, რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 20:30-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მე-11 ადგილისთვის ირლანდიას დაუპირისპირდება.