იამალის და პოროს მდგომარეობა - მარჯვენა ფლანგმა ვარჯიში გამოტოვა
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე სამი დღით ადრე, ლამინ იამალმა და პედრო პორომ ესპანეთის ნაკრების ვარჯიში გამოტოვეს. „ფურია როხას“ მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელები განცალკევებით იმყოფებოდნენ და საწვრთნელ პროცესს თვალყურს ადევნებდნენ. ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მედიის წარმომადგენლები იამალისა და პოროს ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს.
MARCA-ს ცნობით, საფრანგეთთან მატჩის დასრულების შემდეგ ორივე მათგანმა გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, თუმცა როგორც „სელესიონის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელები იუწყებიან, დღეს მათი დასვენება პრევენციული გადაწყვეტილება უფრო იყო, ვიდრე საგანგაშო სიგნალი და თითქმის გადაწყვეტილია, რომ როგორც პედრო, ასევე ლამინი არგენტინელებთან თამაშისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებენ. როგორც ამბობენ, იამალმა მარცხენა ბარძაყში იგრძნო ტკივილები, თუმცა ექიმების ჩარევის შედეგად ყველაფერი მოგვარდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლამინ იამალის ანგარიშზე - 1, ხოლო პედრო პოროს აქტივში 2 გოლია. პირველმა მათგანმა ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთი დაამწუხრა, ხოლო პედრომ ავსტრიელებისა და ფრანგების კარი აიღო.