თორმეტ საუკეთესოს შორის - მახარაძე მსოფლიო რაგბიმ შეარჩია
Aa
Aa

თორმეტ საუკეთესოს შორის - მახარაძე მსოფლიო რაგბიმ შეარჩია

27 ივნისიდან 18 ივლისამდე საქართველო მსოფლიო რაგბის ყურადღების ცენტრში მოექცევა. თბილისი და ქუთაისი სამი კვირის განმავლობაში 20-წლამდელთა პლანეტის პირველობას უმასპინძლებს და ჩვენ ქვეყანას 16 საუკეთესო ნაკრები ეწვევა. ბუნებრივია, უდიდესი პასუხისმგებლობაა ასეთი დონის ტურნირზე არბიტრად დანიშვნა და სასიამოვნოა, რომ მსოფლიო რაგბის რჩეულთა შორის თემიდის ქართველი მსახურიც მოხვდა.

უკვე განსაზღვრულია, რომ შვიდ საშეჯიბრო დღეს თბილისსა და ქუთაისში 20-20 მატჩი ჩატარდება და სწორედ ამ თამაშებს 12 არბიტრი მოემსახურება, მათ შორის კი გახლავთ 25 წლის საბა მახარაძე. ამ უკანასკნელისთვის 2026 წელი კარიერაში უდავოდ საუკეთესოა, რადგან სანამ ასეთი დონის შეჯიბრების შეხვედრების განსჯას მიანდობდნენ, 20-წლამდე ექვსი ერის მატჩებსაც მოემსახურა და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.

ცნობისათვის, საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ასაკობრივი გუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიჯის შემდეგ ჩილეს მოუგეს | უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვება სამხრეთ აფრიკაში
ფიჯის შემდეგ ჩილეს მოუგეს | უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვება სამხრეთ აფრიკაში