Aa Aa
14 ივნისი 2021  |  11:47

ჰალეს ტურნირი - ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეში მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. პირველ წრეში ნიკას გამოცდილი მეტოქე ეყოლება და ფრანგ ჩოგბურთელს, ჟილ სიმონს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი სიმონთან კარიერაში მე-5 მატჩს გამართავს. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ფრანგი ჩოგბურთელის მხარესაა და მან 4-დან 3-ჯერ იმარჯვა. ნიკამ სიმონი ერთადერთხელ 2017 წლის „როლან გაროსზე“ დაამარცხა - 3:1.

ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და რუდოლფ მოლეკერსა და იანიკ ჰოფმანს მოუგო. იმ შემთხვევაში თუ ნიკამ სიმონის ბარიერი დაძლია, მეორე რაუნდში უდიდესი ალბათობით, სტეფანოს ციციპასი ელის. ეს უკანასკნელი პირველ წრეში არტურ რინდერნეკს ხვდება და ბუკმეიკერები ფავორიტად მოიაზრებენ.

ქართველი ჩოგბურთელი თავის პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს. ბასილაშვილისა და სიმონის მატჩი თბილისის დროით, 13:00-ზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, ჰალეს ტურნირი საკმაოდ პრესტიჟულია და ჩემპიონობისთვის, ზვერევი, ხაჩანოვი, რუბლიოვი, მედვედევი, ციციპასი და ფედერერი იბრძოლებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში