Aa Aa
13 ივნისი 2021  |  16:35

მარცხი 2 სეტში - ბოლქვაძემ ფინალი წააგო

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე მონტემორ-უ-ნოვუს ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა. ბოლქვაძემ გადამწყვეტი მატჩი ჰადად ბაიას წინააღმდეგ გამართა და 2 სეტში წააგო.

მარიამი ერთნაირი ანგარიშით დამარცხდა და მსოფლიოს 225-ე ჩოგანთან 4:6, 4:6 წააგო. აღნიშნულ ტურნირზე ბოლქვაძემ 5 შეხვედრა გამართა და ჯერ იაპონელი აკიკო ომაე დაამარცხა (6:4, 6:1) და შემდეგ ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინშს მოუგო. (6:3, 6:1).

მეოთხედფინალში ბოლქვაძე ჯესიკა პონშეს დაუპირისპირდა და მასაც ორ სეტში სძლია (6:3, 6:1), ნახევარფინალში კი იაპონელ მაი ჰონტამას შეხვდა და მეტოქის დასამარცხებლად 2 სეტი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მარიამ ბოლქვაძე WTA-ის რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში