მოსალოდნელი გარიგება: ბუფონი პარმაში დაბრუნებასთან ახლოსაა
Aa
Aa

მოსალოდნელი გარიგება: ბუფონი პარმაში დაბრუნებასთან ახლოსაა

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ''პარმაში'' დაბრუნებასთან ახლოსაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მან ხუთზე მეტი წინადადება მიიღო, მათ შორის თურქული ''ბეშიქთაშისგან'', თუმცა არჩევანს მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთებს. როგორც რომანო აღნიშნავს, ''პარმას'' ამბიციური მიზნები აქვს.

ბუფონი ''პარმას'' აღზრდილია, ლეგენდარულმა მეკარემ პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, ''პარმას'' პირველი გუნდის ღირსებას 1995-2001 წლებში იცავდა. მას ასევე უთამაშია ''იუვენტუსსა'' (2001-2018, 2019-21) და პსჟ-ში (2018-19). მან ტურინულ გრანდთან ერთად იტალიის სერია ა ათჯერ მოიგო.

43 წლის იტალიელი მეკარე ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები