სევილიამ რამოსს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
Aa
Aa

სევილიამ რამოსს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

სერხიო რამოსსა და მადრიდის „რეალს“ შორის შეთანხმება ჯერაც არ არის მიღწეული და კაპიტანი გუნდის დატოვებას უახლოვდება.

Daily Mail-ი esRadio-ზე დაყრდნობით, დღეს სერხიოს ყოფილმა გუნდმა „სევილიამ“ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

როგორც მოგეხსენებათ, რამოსი ანდალუსიელთა აღზრდილია და კლუბის აკადემიაში 1996 წელს ჩაირიცხა. შემდეგ „სევილია“ ბ-ს წევრი იყო, ხოლო 2004-05 წლების სეზონში პირველ გუნდში გადავიდა, სადაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მადრიდის „რეალის“ ყურადღება მიიპყრო.

ამჯერად, რამოსი შესაძლოა მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს.

კაპიტანს პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ესპანური AS-ის ცნობით, რამოსს იმედი აქვს, რომ მადრიდის „რეალის“ ფლორენტინო პერესთან კიდევ ერთხელ ისაუბრებს, რის შემდეგაც კლუბის პირობებს მიიღებს და „ბლანკოსში“ დარჩება, სადაც კარიერას დაასრულებს, თუმცა პრეზიდენტი ამჯერად სხვა აზრზეა.

სერხიომ როგორც ჩანს აზრი შეიცვალა. ის ამჟამად კლუბის შეთავაზებულ წინადადებაზე თანახმაა, თუმცა ამჯერად ფლორენტინო პერესია სხვა აზრზე.

„რეალის" პოზიცია უცვლელი რჩება. კლუბს სურდა რამოსთან კონტრაქტის განახლება, მაგრამ მისმა უარმა განაპირობა ის, რომ მენეჯმენტთან ურთიერთობა მთლიანად გაუარესდა. ამიტომ, ფლორენტინო პერესი განაგრძობს რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის მომზადებას.

„სერხიოს სურს დარჩეს მადრიდის რეალში და კარიერა აქ დასრულოს. მაგრამ გადაწყვეტილება მასზე აღარ არის დამოკიდებული“, - ციტირებს რამოსთან დაახლოებული პირის სიტყვებს AS-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები