ევროპის ჩემპიონატის ფინალი: ნადირაძე მე-4 ადგილზე გავიდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის ფინალი: ნადირაძე მე-4 ადგილზე გავიდა

ნიჩბოსნობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზაზა ნადირაძემ მეოთხე ადგილი დაიკავა. 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია და ფინალში მე-4 პოზიცია დაიკავა.

ქართველმა ნიჩბოსანმა C1 200-მეტრიანი დისტანცია 41, 173 წამში დაძლია. რაც შეეხება მასზე მაღალ საფეხურზე გასულ მეტოქეებს, პირველი ადგილი ესპანელმა ხოან მორენომ დაიკავა (40,770 წამი), მეორე ადგილი - ბელარუსმა არტიომ კოზირმა (40,798 წამი), მესამე კი - ლიეტუველმა ჰენრიკას ჟუსტაუტასმა (40,960 წამი).

აღნიშნული დისტანცია მესამე ადგილზე გასულმა ლიეტუველმა ქართველთან შედარებით 0,403 წამით უფრო ადრე დაფარა.

ზაზა ნადირაძე 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ასევე, 2018 წელს ბელგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი და 2019 წლის მსოფლიო თასის მფლობელია.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ზაზა ნადირაძემ გაიმარჯვა და მას შემდეგ სპორტსმენის კარიერის პარალელურად პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები