მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს დაემშვიდობა

„როლან გაროსის“ მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 97-ე ნომერს, ესპანელ კარლოს ალკარაზს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი უშანსოდ სამ სეტში 4:6 2:6 4:6 დამარცხდა. მატჩი ერთი საათი და 55 წუთი გრძელდებოდა.

პირველ სეტში ორივე მოთამაშე საკუთარ ჩაწოდებაზე მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა ალკარაზმა ნიკოლოზი დააბრეიკა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ალკარაზმა უმალ შეასრულა ბრეიკი და უპირატაესობა ხელიდან აღარ გაუშვია. ესპანელმა ნიკოლოზის დაბრეიკება მეორედაც შეძლო და სეტი 2-ბრეიკიანი უპირატესობით დაასრულა.

მესამე სეტში ნიკოლოზმა გაიბრძოლა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ მატჩის სადავეები ხელიდან გაშვებული ჰქონდა. ბასილაშვილი 1 ბრეიკით აგებდა და იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:4 იყო, „ჩვენებურმა“ ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ საქართველოს პირველმა ნომერმა თავისი ჩაწოდება კვლავ დათმო და ალკარაზს მატჩზე ჩაწოდების საშუალება მისცა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა თავისი ჩაწოდება იდეალურად გამოიყენა და მატჩი საბოლოო ჯამში მოიგო. ცნობისთვის, ალკარაზი მომდევნო ეტაპზე იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები