„ისტორიული სირცხვილი" - როგორ გამოეხმაურა რუმინული პრესა საქართველოსთან მარცხს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ნავსი გატეხა და „ტრიკოლორი“ ისტორიაში პირველად დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი მიქაუტაძემ და აბურჯანიამ გამოიჩინეს, რუმინეთის რიგებში კი გოლი ანდრეი ივანმა გაიტანა.
საქართველოსთან მარცხის გამო რუმინულმა გამოცემებმა „ტრიკოლორი“ და მისი თავკაცი, მირელ რადოი გააკრიტიკეს და ამ სტატიაში გთავაზობთ, თუ როგორ გამოეხმაურნენ იქაური სპორტული ვებგვერდები ვილი სანიოლის გუნდის ტრიუმფს.
Gazeta Sporturilor – gsp.ro
„რუმინეთი-საქართველი 1-2. ტრიკოლორმა ეროვნული გუნდის ისტორიაში კიდევ ერთი შავი ფურცელი ჩაწერა“.
Fanatik.ro
„რუმინეთი საქართველოსთან პირველად დამარცხდა. ქართველებმა ამხანაგურ მატჩში 2-1 იმარჯვეს და ეს გაფუჭებული პენალტისა და ორი ხელსაყრელი მომენტის განიავების შემდეგ მოხდა“.
Sport.ro
„რუმინეთი-საქართველი 1-2! პამანთაძე, სნითელაძე, ჩიფთელაძე: ეს ჩვენ ვართ! ჩვენ საქართველო სათანადოდ ვერ დავაფასეთ“!
Prosport.ro
„რუმინეთი-საქართველო 1-2! მსოფლიო მასშტაბის ახალი სირცხვილი მირელ რადოის ეროვნულ ნაკრებს! ანდრეი ივანმა გაიტანა, რაზვან მარინმა პენალტი გააფუჭა“.
Onlinesport.ro
„რუმინეთის ისტორიაში პირველი მარცხი საქართველოსთან. ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს“?
Zcj.ro
„რუმინეთის ეროვნული ნაკრები - ცუდიდან უარესისკენ. საქართველომ ტრიკოლორი დაამარცხა“.
Gds.ro
„რუმინეთი-საქართველო 1-2. რა სირცხვილია! საით მივდივართ მირელ“?
Digisport.ro
„რუმინეთი-საქართველი 1-2 - რა ისტორიული სირცხვილია! ტრიკოლორმა რადოის ხელში გამართულ მე-11 შეხვედრაში მეექვსედ წააგო“.