Aa Aa
31 მაისი 2021  |  23:58

„პარიზში თავი დაუცველად ვიგრძენი" - ოსაკა როლან გაროსს ჩაეხსნა

მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, ნაომი ოსაკა „როლან გაროსს“ ჩაეხსნა. იაპონელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ ტურნირზე მონაწილეობას წყვეტს.

„მოგესალმებით, ყველას. რამდენიმე დღის წინ, როცა ჩემი პოსტი გამოვაქვეყნე, არ მქონდა განზრახვა, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მთლიანად ტურნირისთვის, სხვა ჩოგბურთელებისთვის და ჩემი კეთილდღეობისთვის საუკეთესო იქნება თუ გათამაშებას ჩავეხსნები.

არასდროს მნდომებია, ვინმეს ყურადღება გადამეტანა და ვხვდები, რომ ჩემ მიერ შერჩეული დრო იდეალური არ ყოფილა და შეიძლებოდა, ჩემი მესიჯი უფრო ნათელი ყოფილიყო. რაც მთავარია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ტრივიალიზაციას არასდროს მოვახდენ და ამ ტერმინს უბრალოდ არასდროს გამოვიყენებ.

სიმართლე ისაა, რომ 2018 წლის US Open-ის შემდეგ, დეპრესია მაწუხებს და მასთან გამკლავება ძალიან მიჭირს. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ინტროვერტი ვარ და ყველას, ვისაც ტურნირებზე ვუნახივარ, შეუმჩნევია, რომ უმეტეს წილად ყურსასმენებით დავდივარ, რადგან ეს სოციალურ შფოთთან გამკლავებაში მეხმარება.

მართალია, საჩოგბურთო პრესას ჩემ მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა(და მინდა, ცალკე მოვუბოდიშო ყველა კარგ ჟურნალისტს, რომლებიც გავანაწყენე), მაგრამ ბუნებრივად არ ვარ ადამიანი, რომელსაც საჯაროდ საუბარი შეუძლია და ძალიან დიდი შფოთი მეუფლება, როცა მედიის წარმომადგენლებთან ლაპარაკი მიწევს. ძალიან ვნერვიულობ და ჩემთვის ძალიან სტრესულია კონტაქტში შესვლა და თქვენთვის საუკეთესო პასუხების მოცემა.

აქ, პარიზში თავს უკვე დაუცველად ვგრძნობდი და შფოთს ვებრძოდი, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავზე მეზრუნა და პრესკონფერენციებზე არ გამოვსულიყავი. ეს ნაადრევად გამოვაცხადე, რადგან ვთვლი, რომ წესები მოძველებულია და ამისთვის ხაზის გასმა მსურდა. ტურნირის ორგანიზატორებს პირადად მივწერე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ როლან გაროსის დასრულების შემდეგ, მათთან სიამოვნებით ვისაუბრებდი, რადგან დიდი სლემის ტურნირები ძალიან დაძაბული გათამაშებებია.

ახლა მცირე შესვენებას ავიღებ და როცა დრო მოვა, ტურთან განვიხილავ თუ როგორ შეიძლება ჩოგბურთელებისთვის, პრესისთვის და ქომაგებისთვის ვითარების გამოსწორება. იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზე გაქვთ და თავს უფრთხილდებით. ყველანი მიყვარხართ და შევხვდებით, როცა შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ „როლან გაროსის“ დაწყებამდე ოსაკამ ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადა. გუშინ, იგი გამოტოვებული პრესკონფერენციიის გამო 15 000 დოლარით დააჯარიმეს და დიდი სლემის ტურნირებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ბოიკოტის გაგრძელების შემთხვევაში, მას დისკვალიფიკაციით დაემუქრნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში