რუმენიგე: „ბაიერნმა“ დიდებულად ითამაშა
Aa
Aa

რუმენიგე: „ბაიერნმა“ დიდებულად ითამაშა

მიუნხენის „ბაიერნსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გამართულმა გუშინდელმა შეხვედრამ, სპეციალისტებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი გამარჯვება იურგენ კლოპის გუნდს დარჩა. ამის მიუხედავად „ბაიერნის“ მმართველმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, განაცხადა, რომ მიუნხენელებმა შეხვედრა დიდებულად ჩაატარეს და თასის ფინალში გასვლას სწორედ გუარდიოლას ფეხბურთელები იმსახურებდნენ.

„შედეგით ძალიან დამწუხრებული ვარ. „ბაიერნი“ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და ფინალში გასვლას ნამდვილად იმსახურებდა. ჩვენი მარცხი მხოლოდ უიღბლობის ბრალი იყო - განაცხადა რუმენიგემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები