''ეს წლები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება'' - მერებაშვილის ემოციური დამშვიდობება
Aa
Aa

''ეს წლები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება'' - მერებაშვილის ემოციური დამშვიდობება

გიორგი მერებაშვილს პლოცკის ''ვისლასთან'' კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტია. გამოცდილი მოთამაშე კლუბს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა. 

''არ შემიძლია ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა. მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. გასული ხუთი წელი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ვიყავი, ვარ და ვიქნები ''მენავთობე''. კიდევ ერთხელ მადლობა და ნახვამდის''.

გეტყვით, რომ ''მენავთობე'' პლოცკური კლუბის მეტსახელია.

34 წლის შემტევი ''ვისლაში'' 2016 წლიდან ასპარეზობდა. ყველა ტურნირის ჩათვლით პოლონური გუნდის რიგებში 135 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი შეაგდო და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ ეტაპზე უცნობია მარცხენა ''ვინგერი'' რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას. პლოცკურ გუნდში გადასვლამდე თბილისის ''დინამოს'', სერბული ''ვოივოდინას'', ოფი-ს, ''ვერიასა'' და ''ლევადიაკოსის'' შემადგენლობაში უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები