Aa Aa
11 მაისი 2021  |  17:06

მძიმე ბრძოლა და მარცხი - ბასილაშვილმა ბერეტინის ვერ აჯობა

რომის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-9 ნომერს მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 6:4 2:6 4:6 დაამარცხდა.

ნიკოლოზმა პირველი სეტი უნაკლოდ ჩაატარა და იტალიელ ჩოგბურთელს შანსი არ დაუტოვა. 1-ბრეიკიანი უპირატესობით ბასილაშვილი წინ გავიდა.

მეორე სეტში მატეო გააქტიურდა და ამჯერად ნიკოლოზს არ ჰქონია არანაირი შანსი და 2:6. გადამწყვეტი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ. სამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:5 იყო ნიკოლოზმა თავისი ჩაწოდება 30:0-დან დათმო და მატჩი წააგო.

გეტყვით, რომ ბერეტინი მადრიდის მასტერსის ფინალში გავიდა და ზვერევთან დამარცხდა. აქედან გამომდინარე იტალიელი ჩოგბურთელი რომის მასტერსს საკმაოდ დაღლილი შეხვდა.

რაც შეეხება ნიკოლოზს, ქართველმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსი პირველივე წრეში დატოვა. ბასილაშვილი ბენუა პერთან დამარცხდა. ბერეტინის მომდევნო მეტოქე ჯონ მილმანი იქნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში