74 წლის ჩოგბურთელი ITF-ის ტურნირზე იასპარეზებს
Aa
Aa

74 წლის ჩოგბურთელი ITF-ის ტურნირზე იასპარეზებს

74 წლის გეილ ფოლკენბერგი მიმდინარე კვირაში ტურს დაუბრუნდება. იგი ფლორიდაში გასამართი ITF-ის ტურნირზე იასპარეზებს და საკვალიფიკაციო ეტაპზე მსოფლიოს 796-ე ჩოგანს, ტიფანი ფიკეს დაუპირისპირდება.

ფოლკენბერგი 2018 წლის აპრილის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ამერიკელს კარიერაში დიდი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია და მისი საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში 343-ე ადგილი გახლდათ.

გეილმა ჩოგბურთს თავი პირველად 1999 წელს დაანება, როცა 52 წლის იყო. 2003 წლიდან იგი დედამისს უვლიდა, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა. 2011 წელს, ფოლკენბერგის დედა გარდაიცვალა და მან ITF-ის ტურნირებში მონაწილეობა განაახლა.

მას შემდეგ, ამერიკელმა ჩოგბურთელმა პროფესიონალურ დონეზე 43 მატჩი გამართა. 2013 წელს, იგი ნაომი ოსაკას შეხვდა, რომელიც მაშინ 16 წლის გახლდათ და გეიმის აღება ვერ მოახერხა. 2016 წელს, როცა გეილი 69 წლის იყო, გამარჯვება იზეიმა და ალაბამაში ჩატარებული გათამაშების პირველი წრე დაძლია, რასაც ზედიზედ 23 მარცხი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები