Aa Aa
30 აპრილი 2021  |  09:59

ფიური VS ჯოშუა ჩაშლის პირასაა - ტაისონი შესაძლოა ისევ უაილდერს ეჩხუბოს

ბრიტანელი მოკრივეების, ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას მეგა-ბრძოლა ჩაშლის პირასაა. ეს ინფორმაცია, „ბოშათა მეფის“ ერთ-ერთმა პრომოუტერმა, ლეგენდარულმა ბობ არუმმა გაავრცელა და პრობლემების გამომწვევ მიზეზად ჯოშუას პრომოუტერი, ედი ჰირნი დაასახელა.

„ჰირნს საბოლოო ვადებს ვუწესებთ, რათა მისგან მივიღოთ ის გარიგება, რომელზეც ამდენი ხანია ლაპარაკობს, მაგრამ არაფერი იცვლება და დრო უბრალოდ აღარ დაგვრჩა. ედი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მომდევნო კვირაში ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ეს მომდევნო კვირა არა და არ დადგა.

ფიური-ჯოშუას დაპირისპირება ჩავარდა და ნაკლებად მოსალოდნელია რამე შეიცვალოს. ტაისონი დიდი ხანია რინგზე არ გასულა და ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა იჩხუბოს. არის უაილდერის გარდა ვინმე, ვისაც ფიური უნდა შეხვდეს?! მათ შორის გამართული მესამე ბრძოლა თავისთავად დიდი მოვლენა იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ჯოშუას პრომოუტერი, ედი ჰირნი სხვა აზრზეა და თვლის, რომ ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. „ორი აზრი არაა, რომ დეტალების ორგანიზებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ვვარაუდობდით, თუმცა შუა აზიიდან მიღებულ წინადადებას ორივე მხარე დათანხმდა და ასეთი მასშტაბის ბრძოლის ფორმალობების მოგვარება მარტივი ნამდვილად არაა. მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. შეთანხმება, გაფორმებული კონტრაქტი და ღონისძიების ჩატარების ადგილი უკვე გვაქვს. ახლა ყურადღება გრძელვადიან საკითხებზე უნდა გავამახვილოთ და მომდევნო კვირაში ოფიციალურ განცხადებას გავავრცელებთ“.

შეგახსენებთ, რომ მარტში დადასტურდა, რომ ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ 2 ბრძოლის გამართვის თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. წესითა და რიგით, პირველი ჩხუბი 2021 წლის ივნისში უნდა გამართულიყო, მატჩრევანში კი ამავე წლის დეკემბერში ან ნოემბერში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში