ზივზივაძის ეფეტური მოძრაობა და გოლი მახვილი კუთხიდან!
Aa
Aa

ზივზივაძის ეფეტური მოძრაობა და გოლი მახვილი კუთხიდან!

უნგრეთის ლიგის 32-ე ტურში „ფეჰერვარი“ „ბუდაპეშტს“ ეწვია და 3:1 დაამარცხა. ბრწყინვალე გოლის გატანა შეძლო „ჯვაროსნების“ ახალწვეულმა ბუდუ ზივზივაძემ.

ქართველი თავდამსხმელი ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მცველი ეფექტურად მოატყუა და მახვილი კუთხიდან მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო.

გეტყვით, რომ ბუდუსთვის „ბუდაპეშტის“ კარში გატანილი გოლით უნგრეთის ჩემპიონატში რიგით მე-8 იყო, სეზონში კი მე-11. რაც შეეხება „ფეჰერვარს“, შაბიცსის გუნდი 32 ტურის შემდეგ 53 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები