მჭედლიძემ
Aa
Aa

მჭედლიძემ "უდინეზეს" გამარჯვების გოლი გაუტანა!

იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურის შეხვედრაში, "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძის გოლის წყალობით, "უდინეზე" 1:0 დაამარცხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა. 

ქართველმა ფორვარდმა თავი 83-ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებულის შემდეგ გამოიჩინა, როცა თანაგუნდელის მაღალ გადაცემას ლამაზი თავური შეაგება და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 

26 წლის მჭედლიძემ მიმდინარე სერია ა-ში მე-4 გოლი შეაგდო. მან "კალიარისთან" დუბლი შეასრულა, ხოლო "ატალანტასთან" 1 ბურთით გამოირჩა. 

"ემპოლიმ" დღევანდელი გამარჯვებით 21 ქულას მოუყარა თავი და გასავარდნ ზონას უკვე 11 ქულით დაშორდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები