ნევილი:
Aa
Aa

ნევილი: "მანჩესტერში გლეიზერების ადგილი აღარ არის"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, თავისი კლუბი სუპერ ლიგაში შესვლის მცდელობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გლეიზერებს უკვე „წითელ ეშმაკებში“ აღარაფერი ესაქმებათ.

”ვუდვორდი აისბერგის მხოლოდ წვერია. ახლა ჩვენ უფრო ღრმად უნდა წავიდეთ.

მანჩესტერ იუნაიტედის ყველა აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც პრემიერ ლიგაში სხედან და რომლებიც UEFA- ს და FIFA- ს კომიტეტებში შედიან, მათ კლუბი უნდა დაოტოვონ, რადგან ნდობა აღარ აქვთ.

მათ ვერაფერი გავაკეთეს, როდესაც ისინი კლუბში მშვიდად ისხდნენ, განცხადებების გაკეთების გარეშე, პრესკონფერენციების ჩატარების გარეშე. გუშინ ვთქვი, რომ ისინი თავიანთი ქმედებებით თავს დაესხნენ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს.

ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ ლივერპულში FSG-ის ადგილი აღარ იყო. მე კი ვამბობ, რომ ამიერიდან მანჩესტერში გლეიზერების ადგილი აღარ არის“.

შეგახსენებთ, რომ სუპერ ლიგამ მხოლოდ 2 დღით იარსება. გუშინ ღამით ინგლისურმა კლუბებმა ტურნირის დატოვება დაიწყეს, რის შემდეგაც პროცესი შეუჩერებელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები