WTA: ეკო გორგოძე კერბერთან დამარცხდა
Aa
Aa

WTA: ეკო გორგოძე კერბერთან დამარცხდა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში Porsche Tennis Grand Prix-ის სახელწოდების ქალთა 500-იანი ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ იასპარეზა.

ეკო პირველივე წრეში ძალზედ გამოცდილ ანგელიკ კერბერს დაუპირისპირდა და 2:6 2:6 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი პირველი ჩაწოდების 49 % მოიგო(23/47). ანგარიშის მიუხედავად, გორგოძემ 2 ბრეიკი შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ჯამში კი ეკოს 10 ბრეიკ პოინტი ჰქონდა.

გეტყვით, რომ ეკომ კერბერამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინდი დე ვრუმი 2 სეტში დაამარცხა, შემდეგ კი გერმანელ ანა-ლენა ფრიდსამთან წააგო, მაგრამ ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მაინც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში 328 ქულით 214-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები