ლა ლიგის პრეზიდენტი:
Aa
Aa

ლა ლიგის პრეზიდენტი: "პერესი გაუნათლებელი და საშინელი მმართველია"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით და იმის გამო, რაც ბოლო დღეებში ითქვა, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს გაუნათლებელი და დამღუპველი პრეზიდენტი უწოდა.

რა თქვა ტებასმა

„ფლორენტინო პერესი დეკემბრიდან მოყოლებული ძალიან უგუნურად დაეხეტებოდა, გუშინ კი ის ძალიან დაკარგული იყო. ჩემი გადმოსახედიდან საშინლად გამოიყურებოდა.

მან არ იცის ინდუსტრია, იგი არარსებულ ინფორმაციას იძლეოდა. მე ვფიქრობ, რომ ის დიდებული ბიზნესმენია, მაგრამ გაუნათლებელი და საშინელი მმართველია“.

ტებასი საკმაოდ პირდაპირი და მკაცრი იყო. ჯერჯერობით პერესს პასუხი არ გაუცია.

არ არის გამორიცხული, რომ ფლორენტინო პრესს რაიმე სანქციები დაუწესონ. ლა ლიგის გარდა, მას კარგი თვალით არც ფიფა და უეფა უყურებენ.

ფლორენტინო პერესი რეალობას ბოლო მომენტამდე იგნორს უკეთებს

პერესმა ინგლისური კლუბების სუპერ ლიგიდან გასვლის შემდეგაც თავის პოზიციას არ გადაუხვია:

„ვღელავ თუ არა ჩელსისა და სიტის მიერ სუპერ ლიგის დატოვებასთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილის გამო? არა, ეს არ მაღელვებს. ვითარება სერიოზულია და ყველა კლუბმა მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, მათ ამ პროექტზე მუშაობა უნდა გააგრძელონ და გამოსავალი იპოვონ. ჩვენ ზეწოლას არავისზე ვახორციელებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, სუპერ ლიგას პსჟ და ბაიერნიც შემოუერთდებიან, თუმცა მათთან ჯერჯერობით არ გვილაპარაკია“.

ლა ლიგის პოზიცია თავიდანვე მყარი და მკაფიო იყო

„ლა ლიგა მკაცრად გმობს ბოლო დროს გამოქვეყნებულ წინადადებას სეცესიური, ელიტარული ევროპული ტურნირის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ღია შეჯიბრის პრინციპებს, რომელსაც ეროვნული და ევროპული საფეხბურთო ეკოსისტემა ეფუძნება.

დღეს მთელს ევროპაში ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ იოცნებონ, რომ მათი კლუბი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ის, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მიაღწიონ წარმატებას და ავიდნენ ევროპულ საფეხბურთო მწვერვალზე.

შემოთავაზებული ახალი ევროპული ტურნირი არის არაფერი გარდა ეგოისტური მცდელობისა, რომ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ. იგი სპორტის ამ სახეობას ძირს უთხრის და ლა ლიგის მომავალზე სავალალო ზეგავლენას მოახდენს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები