Aa Aa
21 აპრილი 2021  |  12:25

ფერენცვაროში უნგრეთის ჩემპიონია - დვალი და ხარაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე

ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ 3 ტურით ადრე უნგრეთის ჩემპიონი გახდა.

30-ე ტურში „ფერენცვაროშმა“ გიორგი ბერიძის „უიპეშტს“უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

დვალი განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია. ხარაიშვილი კი განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება ბერიძეს, მან „უიპეშტის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

„ფერენცვაროშმა“ უახლოეს მდევარ „პუშკაშ აკადემიას“ 14 ქულით გაასწრო და ჩემპიონობა კითხვის ნიშნების გარეშე გაიფორმა. ქართველების გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

„ჩემს კარიერაში ჩემპიონატის პირველად მოგება საოცარი გამოცდილება იქნება. შვედეთში თასი მოვიგე, მაგრამ ჩემპიონატში პირველი ადგილი არასდროს დამიკავებია. უნგრეთში ტიტულების დასასაკუთრებლად მოვედი და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ამ კვირას ჩემპიონები გავხდებით“. - ამბობდა ხარაიშვილი 2 კვირის წინ nemzetisport.hu-სთან ინტერვიუში.

„ფერენცვაროშისთვის“ ეს რიგით 32-ე ჩემპიონობა გახლდათ, რაც უნგრეთის რეკორდია. სერგეი რებროვის გაწვრთნილი გუნდი უკანასკნელი 3 სეზონია ჩემპიონობას არავის უთმობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში