Aa Aa
17 აპრილი 2021  |  14:44

გუარდიოლა: "ეს ბიზნესია,თუ ფინალში ვერ გავალთ, მე წარუმატებელი ვიქნები"

პეპ გუარდიოლას ესმის, რომ თუ „სიტი“ ამდენი ძალისხმევისა და ფინანსების ჩადების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ვერ შეძლებს, ეს წარუმატებლობად შეფასდება და ამაში მისი წვლილიც იქნება.

„ეს არის ბიზნესი და ბიზნესი ბიზნესია. ბიზნესი იმარჯვებს. თუ ჩვენ არ მოვიგებთ, მე წარუმატებელი ვიქნები. ხოლო თუ მოვიგებთ ასე იტყვიან - „ოჰ, რა კარგია პეპი“.

როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე (ბარსელონაში), მე არ ვთამაშობდი. ჩემპიონთა ლიგა მე არ მომიგია, ეს მათ (ფეხბურთელები) მოიგეს. მე უბრალოდ იქ ვიყავი იმიტომ, რომ ყველას ერთი იდეა გვქონოდა.

თუ, მე 5 ან 10 წლის შემდეგ პენსიაზე გავალ, რაც ჩემს კარიერაში მოხდა სრულიად მოულოდნელი იყო. როდესაც ის დავიწყე. მადლობელი ვარ იმ კლუბებისა და ფეხბურთელების, რომლებთანაც ვმუშაობდი“.

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა. „ქალაქელები“ პსჟ-სთან პირველ მატჩს 28 აპრილს პარიზში გამართავენ, 4 მაისს კი მათ მანჩესტერში უმასპინძლებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში