პეპ გუარდიოლა, ენცო მარესკა
Aa
Aa

რომანო: კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - სიტიში მარესკას ეპოქა იწყება

ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ენცო მარესკამ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

„ენცო მარესკამ უკვე გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“. შეთანხმება 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი. მანჩესტერ სიტიში მალე ახალი ეპოქა დაიწყება, მარესკა კი სრულად იქნება ჩართული სატრანსფერო სტრატეგიაში“, - წერს ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 20 ტიტული მოიპოვა. „ქალაქელებმა“ 6-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერლიგა, 3-3-ჯერ - ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო 5-ჯერ - ინგლისის ლიგის თასი. საერთაშორისო ასპარეზზე „სიტიმ“ გუარდიოლასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება მარესკას, 2022-2023 წლების სეზონში ის გუარდიოლას ასისტენტად მუშაობდა, 2023 წლის ივნისში კი „ლესტერი“ ჩაიბარა. მარესკამ „მელიებთან“ ერთად ჩემპიონშიპი მოიგო და გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნა, თუმცა იმავე ზაფხულში ლონდონის „ჩელსი“ ჩაიბარა. „ლურჯებს“ მარესკამ 92 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 55 მოიგო, 21 წააგო და 16 ფრედ დაასრულა.

„ჩელსისთან“ ერთად მან კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მან თანამდებობა 2026 წლის იანვარში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი საოცრად გააცილეს - სიტი ბერნარდოს და სტოუნსსაც დაემშვიდობა
პეპი საოცრად გააცილეს - სიტი ბერნარდოს და სტოუნსსაც დაემშვიდობა