ეტიჰადზე ჰოლანდის დარჩენაში დარწმუნებულნი არიან | TEAMtalk-ი ნორვეგიელ ფორვარდზე
TEAMtalk-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებს, მიუხედავად იმ განახლებული სპეკულაციებისა, რომლებიც თავდამსხმელს მადრიდის რეალთან აკავშირებს. პრემიერ ლიგის ვიცე-ჩემპიონს არ მიუღია არანაირი ნიშანი იმისა, რომ ჰოლანდი გუნდიდან წასვლას განიხილავს, ნორვეგიელის წარმომადგენლებმა კი უკვე უარყვეს ხმები, თითქოს მადრიდის რეალთან შეთანხმება მიღწეულია.
მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში გადასვლა სამომავლოდ შესაძლოა რეალურ ვარიანტად იქცეს, სიტი დარწმუნებულია, რომ ჰოლანდი უახლოეს მომავალში ეტიჰადზე გეგმების ცენტრალურ ფიგურად დარჩება.
ერლინგ ჰალანდის მანჩესტერული კარიერა 2022 წელს დაიწყო და ის მალევე იქცა პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ ფიგურად. სადებიუტო სეზონშივე მან დაამყარა რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით და უდიდესი წვლილი შეიტანა მანჩესტერ სიტის მიერ ისტორიული ტრებლის, მათ შორის ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით ნორვეგიელი თავდამსხმელი ჩამოყალიბდა გუნდის შეტევის უმთავრეს იარაღად, რომელიც თავისი ფიზიკური მონაცემებისა და გამორჩეული საგოლე ალღოს წყალობით, დღემდე აგრძელებს ინგლისური თუ ევროპული ფეხბურთის სტატისტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
25 წლის ფორვარდმა 2022 წლიდან მოყოლებული მან. სიტიში ყველა ტურნირის ჩათვლით 198 მატჩი ჩაატარა, 162 გოლი გაიტანა და 30 საგოლე პასი შეასრულა, ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩში 55 გოლი შეაგდო.