სენეგალის საფეხბურთო ნაკრები, მაროკოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

აფრიკის თასის ფინალის საქმე - საარბიტრაჟო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა

სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) 2025 წლის აფრიკის თასის ფინალთან დაკავშირებით ფორმალური სხდომა ჩაინიშნა.

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, აფრიკის თასის გამარჯვებულის გამოსავლენად პირველი სასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს გაიმართება.

მხარეებად სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია, მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია და აფრიკის ფეხბურთის ფედერაცია არიან მითითებულები. სენეგალური მხარე ცდილობს, გააუქმოს აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინალში გამარჯვების მიუხედავად სენეგალელებს ტიტული ჩამოერთვათ, გამარჯვებულად კი მაროკო გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ეფუძნება ტურნირის რეგლამენტის 82-ე პუნქტს: სენეგალმა მოედანი მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვა, როცა მათ კარში სადავო პენალტი დაინიშნა. 84-ე პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ 82-ე პუნქტის დარღვევა ტექნიკურ მარცხს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ 13 წუთის შემდეგ მატჩი განახლდა, მაროკომ პენალტი ვერ გამოიყენა, დამატებით დროში კი სენეგალმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მაროკოს აპელაცია დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილება კულისებში მიიღეს, მსოფლიო დღეს ასე იქცევა“ - პეპი აფრიკის თასზე
„გადაწყვეტილება კულისებში მიიღეს, მსოფლიო დღეს ასე იქცევა“ - პეპი აფრიკის თასზე