ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, უსმან დემბელე
Aa
Aa

„მბაპე მოგებას არ იმსახურებს“ - საფრანგეთში კვარასა და დემბელეს ახსენებენ

პოპულარული ფრანგული რადიო RMC-ის ეთერში, ცნობილმა ჟურნალისტმა ვალიდ აშერშურმა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ირგვლივ დებატები ხელახლა გააჩაღა. მან შესაძლო პრეტენდენტთა სია განიხილა, რომელიც რამდენიმე გამოკვეთილი გამოსვლით აღინიშნა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ლონდონში დაგეგმილ ცერემონიამდე არცერთი ფეხბურთელი აშკარად არ ლიდერობს... და მათ შორის არც კილიან მბაპეა, მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

ტიტულისთვის რბოლა განსაკუთრებით ღია ჩანს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. კანდიდატებად რამდენიმე ფეხბურთელი სახელდება, თუმცა სრული უპირატესობა ჯერ არავის მოუპოვებია. თავისი გამოსვლისას აშერშურმა ლამინ იამალის, როდრისა და ჰარი კეინის შემთხვევები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მათი არგუმენტები შესაძლოა არასაკმარისი იყოს სხვადასხვა კრიტერიუმის გამო, როგორიცაა მოგებული ტიტულები ან მათი გავლენა დიდ ტურნირებზე.

„კილიან მბაპეც იმ მოთამაშეთა შორის არის, რომელთა კანდიდატურაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მიუხედავად ამისა, ფრანგს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ ინდივიდუალურმა მაჩვენებლებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საბოლოო კენჭისყრაზე.

თუმცა, ამ სეზონში მსხვილი ტიტულების არქონა აშკარად მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მან ვერ მოიგო ვერც ესპანეთის ჩემპიონატი, ვერც ჩემპიონთა ლიგა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. შესაბამისად, ისმის კითხვა: შეძლებს თუ არა მისი ინდივიდუალური სტატისტიკა გუნდური წარმატების ამ ნაკლებობის კომპენსირებას?“

- განაცხადა აშეშურმა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები კვლავ ბრძოლაში არიან. ფრანგული გამოცემა La Nouvelle Tribune წერს, რომ არის შანსი - გამარჯვებული პარიზელთა მხრიდან იყოს.

„ოქროს ბურთისთვის ამ ბრძოლაში, პსჟ-ის ზოგიერთმა მოთამაშემ შესაძლოა სიურპრიზი შემოგვთავაზოს, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ფავორიტებად არ მოიაზრებოდნენ. ასეთები არიან უსმან დემბელე და, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელია. პირველი სარგებლობს თავისი გუნდის შედეგებზე არსებული გავლენით, ხოლო მეორე გასული ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად/გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება. პასუხს 26 ოქტომბერს, ლიონში შევიტყობთ“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები