პეპ გუარდიოლა, იტალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გამოირიცხა - გუარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა

პეპ გუარდიოლამ უარი თქვა იტალიის ნაკრების სათავეში ჩადგომაზე და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება უარყო. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მწვრთნელმა გადაწყვიტა დრო ოჯახს დაუთმოს, ძალები აღიდგინოს და ფეხბურთში სამუშაოს მოგვიანებით დაუბრუნდეს.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელებმა პეპს წლიურად 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, გუარდიოლამ 20 მილიონი მოითხოვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები მალევე დასრულდა, რადგან „სკუადრა აძურას“ ბიუჯეტი გაცილებით დაბალი იყო.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის ესპანელმა „მანჩესტერ სიტი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

არის ვარაუდი, რომ პეპი სამომავლოდ სანაკრებო ფეხბურთში გადაბარგდება, თუმცა არა იტალიას, არამედ ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები