იურგენ კლოპი
Aa
Aa

„ეს ყველაფერი ფილმს ჰგავს“ - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა

იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 59 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. კლოპმა იულიან ნაგელსმანი შეცვალა.

DFB-ის ხელმძღვანელმა, ბერნდ ნოიენდორფმა განაცხადა, რომ კლოპის კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით მოქმედებს.

იურგენის ბოლო კლუბი „ლივერპული“ იყო, რომელსაც ის 2015-იდან 2024 წლამდე ედგა სათავეში. მანამდე ის დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „მაინცში“ მუშაობდა.

კლოპმა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე პირველი კომენტარიც გააკეთა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს აქ ჯდომა. ყველაფერი, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს თავს ხდებოდა, ჰგავს ფილმს, რომელიც ჩემს გონებაში ტრიალებს. მანამდეც მქონდა წარმოდგენილი, თუ რამდენად მასშტაბურია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სამუშაო. მაგრამ როდესაც თავად ხდები ამის ნაწილი, კიდევ უფრო მძაფრად გრძნობ მასშტაბსა და პასუხისმგებლობას.

იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქ აღმოვჩნდებოდი. ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.

იმ დღეს, როდესაც აღარ მოგინდებათ ჩემი ნახვა, მე წავალ - ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. თუ ხვალ იტყვით, რომ არაფერში ვვარგივარ, წავალ. მაგრამ ასე მხოლოდ ერთი ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს - ეს საერთო აზრი უნდა იყოს. თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირი (DFB) იტყვის, რომ თავს ვერ ვართმევ, წავალ.

ხოლო თუ დაიწყებთ არასათანადოდ ქცევას და ჩემს ოჯახს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემთ - მე ასევე წავალ. გამააკრიტიკეთ მე, თუ რამე არ მუშაობს. მე მზად ვარ ვიმუშაო შეცდომებზე. ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთსა და ჩემს სამუშაოს უნდა ეხებოდეს.

იურგენ კლოპს ნაკრებში მუშაობის შემდეგ არანაირი კარიერა აღარ ექნება. იდეალურ შემთხვევაში, ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი გახდება“,

- განაცხადა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები