საბა ლობჟანიძე, რეალ სოლტ ლეიკი
Aa
Aa

საგოლე პასი 12 წუთში - ლობჟანიძის დებიუტი რეალ სოლტ ლეიკში

MLS-ის მორიგ ტურში „ლოს ანჯელესმა“ საკუთარ მოედანზე „რეალ სოლტ ლეიკს“ 3:1 მოუგო, სტუმართა რიგებში კი სადებიუტო მატჩი საქართველოს ნაკრების შემტევმა, საბა ლობჟანიძემ ჩაატარა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:3-ს აგებდა, და 12 წუთში საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. ლობჟანიძე სულ 12-ჯერ შეეხო ბურთს და მისი ორივე პასი ზუსტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბა მეორე საგოლე პასთანაც იყო ახლოს, თუმცა მისმა თანაგუნდელმა მომენტი ვერ გამოიყენა.

15 მატჩის შემდეგ „რეალ სოლტ ლეიკს“ 26 ქულა აქვს. ლობჟანიძის გუნდი დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „იუტელები“ 26 ივლისს სტუმრად, „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე „სოლტ ლეიკში“ „ატლანტა იუნაიტედიდან“ გადავიდა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპორტინგს მომდევნო დღეებში დატოვებს“ | პორტუგალიური ჟურნალი ქოჩორაშვილზე წერს
„სპორტინგს მომდევნო დღეებში დატოვებს“ | პორტუგალიური ჟურნალი ქოჩორაშვილზე წერს