„ეს დიდი პატივია“ | ბელგიის ნაკრები მარკ ვან ბომელმა ჩაიბარა
ბელგიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „წითელმა ეშმაკებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და მარკ ვან ბომელის დანიშვნა დაადასტურეს. ვან ბომელთან კონტრაქტი ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე გაფორმებულია და ის მუშაობას 15 აგვისტოდან შეუდგება.
„ბელგიის ეროვნული ნაკრების ჩაბარება ჩემთვის დიდი პატივია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციას გამოცხადებული ნდობისთვის. ბელგიას ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები და ნაკრებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩემს ტექნიკურ შტაბთან ერთად, მინდა შევქმნა გუნდი, რომელიც იქნება დისციპლინირებული, ამბიციური და საკმარისად გაბედული იმისათვის, რომ საუკეთესოებს გაუწიოს კონკურენცია.
წარმატების გარანტია არასდროს არსებობს, თუმცა შრომისმოყვარეობის, პატიოსნებისა და თავდადების — დიახ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ გუნდს ყოველდღიურად განვითარებაში და ბელგიელი ხალხი ვასახელოთ. მოუთმენლად ველოდები ფეხბურთელებთან, შტაბთან, გულშემატკივრებთან შეხვედრას და ამ ახალი თავის ერთად დაწყებას“.
ცნობისთვის, ვან ბომელს პსვ-ში, „ვოლფსბურგსა“ და „ანტვერპენში“ უმუშავია. მან რუდი გარსია ჩაანაცვლა, რომელმაც „წითელ ეშმაკებს“ მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელა.