ენცო მარესკა
Aa
Aa

„გუარდიოლას საქმის გაგრძელება ჩემთვის დიდი პატივია“ - ენცო მარესკა

„მანჩესტერ სიტის“ ახალმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ კლუბში დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მარესკა:

„სახლში დავბრუნდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არაერთხელ მითქვამს, რომ პეპ გუარდიოლა ბოლო 20-25 წლის საუკეთესო მწვრთნელია, ამიტომ თუ მისი საქმის გამგრძელებლად კლუბში მე მხედავენ, ეს დიდი პატივი და ამავე დროს დიდი გამოწვევაცაა.

როდრი? დიდი ფეხბურთელების გარშემო ყოველთვის ბევრი ჭორია, ამიტომ ამაზე არ ვნერვიულობ. ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, როდრი კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ყველა მწვრთნელი მოისურვებდა, როდრი მისი გუნდის ფეხბურთელი იყიოს, თუმცა რეალობა ისაა, რომ ორშაბათს ის ოპერაციას იკეთებს. როდრიმ უნდა დაისვენოს, ფორმა აღიდგინოს და დაბრუნდეს.

„ჩელსიდან“ წასვლაზე ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, „ლესტერშიც“ და „ჩელსიშიც“ კარგად ვიმუშავეთ. ყველა ხედავდა, რომ გუნდებს საკუთარი იდენტობა ჰქონდათ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კლუბებში მიმუშავია, თუმცა ახლა „სიტიში“ ვარ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ“.

ცნობისთვის, პეპ გუარდიოლამ „სიტიში“ 10-წლიანი კარიერა დაასრულა და მის ნაცვლად გუნდი ენცო მარესკამ ჩაიბარა, რომელიც 2022-23 წლების სეზონში „ეტიჰადზე“ სწორედ პეპის ასისტენტად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს - როდრის ოპერაცია სჭირდება
გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს - როდრის ოპერაცია სჭირდება