მანჩესტერ სიტი, როდრი
Aa
Aa

გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს - როდრის ოპერაცია სჭირდება

მანჩესტერ სიტისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი როდრი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ოპერაციას გაიკეთებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ფურია როხას ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. ჯერჯერობით. უცნობია, თუ რისი დაზიანება აღენიშნება როდრის. 

ჟურნალისტ ჯეკ გოჰანის ცნობით, როდრი ახალი სეზონის საწყის პერიოდს გამოტოვებს, თუმცა მისი რეაბილიტაცია ხანგრძლივი არ იქნება.

ამ ფონზე გაურკვეველი რჩება ფეხბურთელის მომავალი მანჩესტერ სიტიში. როგორც გასულ კვირას ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია და შეთანხმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.

ცნობისთვის, როდრის კონტრაქტი ქალაქელებში 2027 წლის ზაფხულში იწურება. მისი გადაბირებით მადრიდის რეალი ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან დაიკი: “მაროკოს პატივი უნდა ვცეთ“
ვან დაიკი: “მაროკოს პატივი უნდა ვცეთ“