აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმი: „პენალტი გავაფუჭე, მაგრამ ფეხბურთი ასეთია“

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ნიდერლანდებისა და მაროკოს 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც მაროკომ პენალტების სერიაში მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარი სენ ჟერმენის მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ კომენტარი გააკეთა.

ჰაკიმი:

„ვფიქრობ, ბევრი შანსი არ მიგვიცია. ბურთს ვაკონტროლებდით და განსაკუთრებით გათანაბრების შემდეგ ინიციატივაც ჩვენ გვქონდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ადვილი არ იყო, რადგან მეც გავაფუჭე პენალტი, მაგრამ ეს ყოველთვის 50/50-ზეა. ფეხბურთი ასეთია..

ტურნირის განმავლობაში არაერთი რთული მომენტი გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ვაგრძელებდით ბრძოლას. ეს გუნდის სიძლიერეა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა დაუჯერებელი იყო. ისინი ყველგან გვაგრძნობინებენ, რომ მარტო არ ვართ.“

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მერვედფინალში მასპინძელ კანადას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 4 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ჯანდაბა იყო VAR-ის გადაწყვეტილება? - გიუნდოგანი ტას გაუქმებულ გოლზე
რა ჯანდაბა იყო VAR-ის გადაწყვეტილება? - გიუნდოგანი ტას გაუქმებულ გოლზე