ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

ვან დაიკი: “მაროკოს პატივი უნდა ვცეთ“

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ნიდერლანდებისა და მაროკოს 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც მაროკომ პენალტების სერიაში მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა მცირე კომენტარი გააკეთა.

ვან დაიკი:

„ძალიან მტკივა. პენალტების სერია ლატარეაა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ დავრჩით იმედგაცრუებულები.

90 წუთის განმავლობაში თამაში უნდა დაგვესრულებინა. ამის შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

მაროკო ძლიერი გუნდია. მათ ბოლომდე იბრძოლეს და ამისთვის პატივი უნდა ვცეთ. ძალიან რთულია ამ შედეგის მიღება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.“

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები მერვედფინალში მასპინძელ კანადას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 4 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უაჰბი: “ამ გამარჯვებით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ“
უაჰბი: “ამ გამარჯვებით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ“