ენცო მარესკა
Aa
Aa

ოფიციალურად: მარესკა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელია

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურ საიტზე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ენცო მარესკას დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. მხარეებმა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმეს.

46 წლის იტალიელი სპეციალისტი მანამდე „ჩელსის“ წვრთნიდა. მას „ქალაქელებში“ მუშაობის გამოცდილება მანამდეც ჰქონია: ენცო 2022-დან 2023 წლამდე, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში შედიოდა. მანამდე ის კლუბის ახალგაზრდულ გუნდებთანაც მუშაობდა.

„მანჩესტერ სიტი“ — ეს არის კლუბი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ამ გუნდის ჩაბარების შესაძლებლობა ჩემთვის ბრწყინვალე შანსია. ეს წარმოუდგენლად კარგად ორგანიზებული კლუბია. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ინოვაციური, დაგეგმილი და მიზანმიმართულია. მწვრთნელისთვის ეს იდეალური სიტუაციაა. ეს უზრუნველყოფს იმ სტაბილურობას, რომელიც სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად მჭირდება. მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან მუშაობის დაწყებას. მინდა, რომ ვიგებდეთ, ვთამაშობდეთ კარგ ფეხბურთს და ვტკბებოდეთ იმ ზეწოლით, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ წარმოდგენას ახლავს თან“, — განაცხადა ენცო მარესკამ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი კიდევ ერთი წელი იყო ძალაში.

გეტყვით ასევე, რომ მარესკამ „ჩელსისთან“ ერთად, კონფერენს ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მან თანამდებობა 2026 წლის იანვარში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან წასვლა ასჯერ სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე უკან ვაბრუნებდი“ - სიტის ბოსი პეპზე
„მან წასვლა ასჯერ სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე უკან ვაბრუნებდი“ - სიტის ბოსი პეპზე