„მან წასვლა ასჯერ სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე უკან ვაბრუნებდი“ - სიტის ბოსი პეპზე
ხალდუნ ალ მუბარაქმა („მანჩესტერ სიტის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე) პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელ სპეციალისტს ამის გაკეთება ადრეც არაერთხელ სურდა, თუმცა თავად გადააფიქრებინა.
„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით. და გეტყვით იმასაც, თუნდაც თავად არ აღიაროს: საკუთარი თავი მისი ფსიქოთერაპევტი მგონია. მე მიწევდა მისთვის დახმარების გაწევა მთელი ამ წლების განმავლობაში. არა კარგ დროში - კარგ დროში ეს მარტივია. დახმარება ყოველთვის რთულ მომენტებშია საჭირო. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ჩვენ ბევრი აღმასვლა და, გარდაუვლად, რამდენიმე დაცემაც გვქონდა.
ამ რთულ პერიოდებში, ამ ათი წლის განმავლობაში, ის ალბათ ასჯერ მაინც წასულა გუნდიდან. უბრალოდ რომ გესმოდეთ, ოქმისთვის. აქ ზუსტად ისეთივე ისტორიაა, როგორც იმ ბიჭზე, რომელიც ყვიროდა: „მგელი, მგელი!“
პეპის შემთხვევაში, როდესაც ის ამბობს „მე მივდივარ“, ეს არ ნიშნავს, რომ ის მართლა მიდის. ამას ზედმეტად სერიოზულად არ უნდა მიუდგე - მასთან მუშაობა უნდა შეგეძლოს. მას არასდროს უფიქრია, რომ ოთხ წელზე მეტხანს დარჩებოდა, შემდეგ ხუთ წელზე მეტხანს. ამიტომ, მეოთხე და მეხუთე წელსაც კი მის თავში მუდმივად ტრიალებდა ფიქრი: „კიდევ რამდენი ხანი?“
და ყველაფერი ყოველთვის სწორად უნდა მომხდარიყო. მე და პეპს ყოველთვის ძალიან მკაფიოდ გვესმოდა ერთმანეთის, სწორედ იმ ბიჭთან ანალოგიის გამო. ყოველ ჯერზე, როდესაც ამბობდა, რომ მიდიოდა, ან ფიქრობდა, რომ დრო მოვიდა, მე ვარწმუნებდი მას, რომ დარჩენილიყო. იმ მომენტამდე, სანამ არ მივხვდებოდი, რომ ეს უკვე ნამდვილი იყო. როდესაც პეპი მართლა გადაწყვეტდა, რომ წასვლის დრო მოვიდა. იყო მომენტები, როდესაც ეს არ იყო სერიოზული, მას უბრალოდ სჭირდებოდა, რომ ვინმეს უკან დაებრუნებინა. მაგრამ ერთხელაც აუცილებლად უნდა დამდგარიყო ის მომენტი, როდესაც ყველაფერი სერიოზულად იქნებოდა.
და ჩვენ ამ მომენტამდე მივედით. მე ეს გავიგე და ამიტომ წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. მთელი ამ წლების განმავლობაში მე ყოველთვის ვიბრძოდი და ვაბრუნებდი მას, რადგან ვიცოდი: ეს იყო სწორი პასუხი. მაგრამ ამჯერად ვიგრძენი, რომ მან ნამდვილად იცის რომ დრო მოვიდა. და მან იცოდა, რომ მე ეს ვიცი. ამიტომ მივხვდი, რომ მისთვის ეს სწორი და ბუნებრივია. გულწრფელად გეტყვით: ამჯერად საერთოდ არ გამიწევია წინააღმდეგობა, რადგან ვიცოდი - ამჯერად ის სერიოზულად ამბობდა“,
- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ.