მონტე-კარლო: ნადალმა დიმიტროვი გაანადგურა!
Aa
Aa
15 აპრილი 2021  |  18:43

მონტე-კარლო: ნადალმა დიმიტროვი გაანადგურა!

მონტე-კარლოს მერვედფინალურ ეტაპზე რაფაელ ნადალი გრიგორ დიმიტროვს შეხვდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გაანადგურა. ესპანელმა მატადორმა ბულგარელი მეტოქე 2 სეტში უმარტივესად 6:1 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. შეხვედრა 57 წუთი გრძელდებოდა.

პირველი წუთიდან, ბოლო წუთამდე ნადალი კორტზე დომინირებდა. დიმიტროვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს გრიგორი ძალით თამაშობდა. ბულგარელმა 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა. 

რაფაელმა დიმიტროვამდე დელბონისი ორ სეტში 6:1 6:2 დაამარცხა. გეტყვით, რომ ნადალი და დიმიტროვი დღეს მეთხთმეტედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ესპანელ ჩოგბურთელს კოლოსალური უპირატესობა აქვს. ბულგარელმა სპორტსმენმა ნადალის დამარცხება მხოლოდ ერთხელ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ რაფაელი მეოთხედფინალში რუბლევსა და ბაუტისტა აგუტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები