Aa Aa
11 აპრილი 2021  |  17:19

შეუჩერებელი შერმადინი! 25 ქულა 17 წუთში!

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო.

ქართველი ცენტრის გუნდმა „ესტუდიანტესს“ ძალიან დამაჯერებლად 101:77 სძლია. შერმადინმა შეხვედრაში 17:24 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 გადაცემა იყო. გიორგიმ შვიდივე საჯარიმო ზუსტად ესროლა, 13-დან 9 ოქრულიანი ჩააგდო და მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. მის წინააღმდეგ კი წესები 7-ჯერ დაარღვიეს.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ავტომატურად შეხვედრის MVP-იც ის გახდა.

ესპანეთის ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში „ტენერიფე“ 23 მოგებითა და 5 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.

„ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, მადრიდში „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში