გამარჯვება 3-სეტიან ბრძოლაში - ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა
Aa
Aa

გამარჯვება 3-სეტიან ბრძოლაში - ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კალიარის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. გათამაშების მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი იან-ლენარ შტრუფს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი ნიკას უპირატესობით დაიწყო და საწყის 3 გეიმში ბრეიკი 2-ჯერ შეასრულა. 5:3-ზე ბასილაშვილს მეტოქის ჩაწოდებაზე სეტ-პოინტი ჰქონდა და 40:15-ს იგებდა, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. ქართველმა ჩოგბურთელმა სეტ-პოინტი საკუთარ ჩაწოდებაზეც მიიღო, მაგრამ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწია და შტრუფმა ანგარიში გაათანაბრა - 5:5. საბედნიეროდ, 5:5-ზე ბასილაშვილმა უკუბრეიკი შეასრულა და მესამე შანსი ხელიდან აღარ გაუშვია - 7:5

მეორე სეტი მძიმე ბრძოლაში დაიწყო და ნიკოლოზი უპირატესობას ფლობდა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა უჭირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა რამდენიმე ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა და 4:5-ზე საკუთარი ჩაწოდება დათმო, რისი წყალობითაც შტრუფმა წონასწორობა აღადგინა.

მესამე პარტიის სტარტზე ინიციატივას ბასილაშვილი ფლობდა და საწყისი 3 გეიმიც მოიგო. შტრუფმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიში 3:2 გახადა, თუმცა დარჩენილი 4 გეიმიდან მხოლოდ 1-ში იმარჯვა და საბოლოოდ, 6:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა და მისი მომდევნო მეტოქე ლასლო ჯერე იქნება. მათი დაპირისპირება ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები