ოფიციალურად - როლან გაროსი ერთი კვირით გადაიდო
Aa
Aa

ოფიციალურად - როლან გაროსი ერთი კვირით გადაიდო

როლან გაროსმა ტურნირის გადადების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გათამაშება ერთი კვირით გვიან დაიწყება და საკვალიფიკაციო ეტაპი 24-დან 28 მაისამდე გაიმართება, ძირითადი ბადე კი 30 მაისს დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება.

„მოხარული ვარ, რომ მთავრობასთან, ჩოგბურთის მმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან, ჩვენს პარტნიორებთან და ტელევიზიებთან გამართულმა დისკუსიებმა და ATP-სთან და WTA-სთან ერთად გაწეულმა სამუშაომ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, შესაძლებელი გახადა, რომ 2021 წლის როლან გაროსი ერთი კვირით გადაგვედო. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი.

ეს გადაწყვეტილება კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ სურათს გაუმჯობესებისთვის დროს მისცემს და შანსი გვექნება, მატჩებზე გულშემატკივრების ის რაოდენობა დავუშვათ, რომელიც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მისაღები იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟილ მორეტონმა.

აღსანიშნავია, რომ როლან გაროსის გადატანის გამო ბალახის სეზონი ერთი კვირით შემოკლდება. L’Equipe-ის ინფორმაციით, შტუტგარტის, ნოტინგემისა და ჰერტოგენბოშის  ტურნირები შესაძლოა, საერთოდ არ ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები