Aa Aa
7 აპრილი 2021  |  17:13

ზიდანი იუვენტუსში წასვლაზე: "იტალია ყოველთვის ჩემს გულშია"

„ლივერპულთან“ ბრწყინვალე გამარჯვების (3:1) შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესის წინაშე წარსდგა და მათ კითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტებმა „ზიზუს“ „იუვენტუსში“ შესაძლო წასვლის შესახებ ამჯერადაც ჰკითხეს, რაზეც ფრანგის პასუხი ასეთი იყო:

ზიდანი, იუვე, საფრანგეთის ნაკრები და რეალი

„იტალია ყოველთვის ჩემს გულშია. იუვენტუსი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. არ ვიცი მიხილავთ თუ არა კიდევ იტალიაში. ახლა აქ ვარ. ვნახოთ რა მოხდება“.

ცნობილი ამბავია, რომ ზიდანის გადაბირებით „იუვენტუსი“ და საფრნაგეთის ნაკრები ინტერესდებიან. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ „ზიზუსთვის“ ეს ბოლო მადრიდული სეზონი იქნება.

არსებობს ასეთი მოსაზრება - ტიტულ(ებ)ის მოგების შემთხვევაში ზიდანი თავად წავა. ხოლო, თუ სეზონი უტიტულოდ დაასრულა ფლორენტინო პერესი მას აუცილებლად დაითხოვს. ვნახოთ გამართლდება, თუ არა პრესის ვარაუდი.

ზიზუ ვინისიუსს აქებს

ზიდანმა საუბარი ვინისიუსის შესახებ განაგრძო და ბრაზილიელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„მის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მას გოლის გატანა სჭირდებოდა. ის კარგად თამაშობს და გუნდს დიდ დახმარებას უწევს. მას გოლები აკლდა და დღევანდლის შემდეგ თავდაჯერებულობა მოემატება. ეს ყველაფერი „ვინიმ“ დაიმსახურა.

არ ვიცი იყო, თუ არა ეს მისი საუკეთესო მატჩი „რეალში“, თუმცა მეოთხედფინალში 2 გოლი ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგია“.

ზიდანი 3 მცველით თამაშს არ გეგმავდა

ზიდანმა საუბარი გუნდის სათამაშო სქემაზე განაგრძო:

„არ ვაპირებდით ვარანთან ერთად 3 ცენტრალური მცველით გვეთამაშა. 4-3-3 ჩვენი თავდაპირველი არჩევანი გახლდათ.

3:1 დამსახურებული გამარჯვებაა და მე ვამაყობ ჩემი გუნდით. კარგ ფორმაში ვართ, თუმცა ფეხბურთელები ახლა ძალიან დაღლილები არიან. იმედი მაქვს „ელ კლასიკოსთვის“ ძალების სრულად აღდგენას შევძლებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ მადრიდში შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში