ალ-ხელაიფი: ფინანსური ფეირ-პლეი რომ არა, დი მარია დღეს ჩვენთან იქნებოდა
Aa
Aa

ალ-ხელაიფი: ფინანსური ფეირ-პლეი რომ არა, დი მარია დღეს ჩვენთან იქნებოდა

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პარიზულმა კლუბმა ანხელ დი მარია დაკარგა.

 

„ფინანსური ფეირ-პლეი არამარტო „პარი სენ ჟერმენის“, არამედ ესპანეთის, ინგლისის და იტალიური კლუბების პრობლემაც არის. „უეფამ“ ეს წესი აუცილებლად უნდა შეცვალოს. მე მჯერა, რომ ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ამას დადებითი მხარეები ნამდვილად არ აქვს. ჩვენ გასულ სეზონში ანხელ დი მარია სწორედ ამის გამო დავკარგეთ“ - განაცხადა „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა „Le Parisien“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები