Aa
Aa

"ნოვაკის რეპუტაციის შელახვაში 60 000-ს მთავაზობდა" - სერბი მოდელი სკანდალურ ამბავზე

სერბი მოდელი, ნატალია შეკიჩი ნოვაკ ჯოკოვიჩის შესახებ საინტერესო ამბავს აჟღერებს. მისი თქმით, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სახელისა და რეპუტაციის შელახვისთვის სოლიდური თანხა შესთავაზეს.

„დამიკავშირდა ერთი ბიჭი, რომელსაც ლონდონიდან ვიცნობ და სერიოზული ადამიანი მეგონა. გამაცნო თავისი გეგმა, რომელიც გულისხმობდა, რომ ჯოკოვიჩი უნდა მომეხიბლა და შემდეგ ყველაფერი ვიდეოზე აღმებეჭდა, რის სანაცვლოდაც 60 000 ევროს მომცემდა“.

იმ უცნობი მამაკაცის მოტივაცია უცნობია, თუმცა ფაქტია, გაწერილი გეგმა ჰქონდა, რომლის შესრულებაც ვერ მოახერხა. შეკიჩი ამბობს, რომ შეხვედრა უსიამოვნოდ დასრულდა.

„ასეთ რამეს ჩემს ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს და არ ველოდი, თუ მსგავს წინადადებას მივიღებდი. როცა საბოლოოდ გავაანალიზე, რომ არ ხუმრობდა და მართლა ამ გეგმის განხორციელება სურდა, მისთვის სახეში გარტყმა და წყლის შესხმა მომინდა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ვიყავით და თავი შევიკავე“.

როგორც აღვნიშნეთ, თავად ნატალია შეკიჩიც სერბია და მისივე განცხადებით, ჯოკოვიჩი ასეთ რამეს არავისგან იმსახურებს, რადგან თავისი ქვეყნის უდიდესი ელჩი და ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორია.

„ვფიქრობ, ნოვაკთან მიმართებით ასეთი რამის გაკეთება სამართლიანი არაა, რადგან იგი ამას არ იმსახურებს. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩი, სამაგალითო ადამიანი და კარგი მეოჯახეა. ვინმე ასეთ გარიგებას შეიძლებოდა ფულის გამო დათანხმებოდა, მაგრამ მე ამას ვერ გავაკეთებდი“.

ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე 7 წელია თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონაზე, ელენა რისტიჩზეა დაქორწინებული და მასთან 2 შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნატალია შეკიჩს, ის მეტ-ნაკლებად პოპულარული „ინსტაგრამის“ მეშვეობით გახდა. ამ სოციალურ ქსელში სერბს 23 300 გამომწერი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები