პირველი კლუბი ლა ლიგის ისტორიაში... - ბარსას მორიგი რეკორდი
Aa
Aa

პირველი კლუბი ლა ლიგის ისტორიაში... - ბარსას მორიგი რეკორდი

ლა ლიგის 26-ე ტურში, „ბარსელონამ“ პამპლონაში „ოსასუნა“ 2:0 დაამარცხა და სეზონში მიჯრით მე-8 გასვლითი შეხვედრის მოგება შეძლო.

შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შემოსულმა 18 წლის ილაიშ მორიბამ დაუსვა, რომელიც როგორც შემდეგში გაირკვა სარეკორდო აღმოჩნდა.

„ბარსელონა“ ლა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი კლუბი, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში, ერთ სეზონში სამმა 19-წლამდელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო.

ანსუ ფატი (17 წლის იყო), პედრი გონსალესი (18 წლის) და ილაიშ მორიბა (18 წილს).

მორიბამ სადებიუტო გოლის შემდეგ პრესასთან მცირე კომენტარიც გააკეთა: „ამ გოლს „ლა მასიასა“ და მამაჩემს ვუძღნი, რადგან ორივესგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ლეომ პასი მომცა, მე მარცხენათი დავარტყი და მადლობა ღმერთს, რომ გავიტანე. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. არასდროს დამავიწყდება, სანამ არ მოვკდები.

ანსუ (ფატი) ჩემი ძმაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სადებიუტო გოლი მის მსგავსად მეც „ელ სადარზე“ გავიტანე. გუნდი ლა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს“.

აქვე გეტყვით, რომ კუმანის გუნდს ლა ლიგაში 2020 წლის 6 დეკემბრის შემდეგ თამაში არ წაუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები