ალჯო VS იანი - რუსმა აკრძალული დარტყმა გამოიყენა და დაისაჯა
Aa
Aa

ალჯო VS იანი - რუსმა აკრძალული დარტყმა გამოიყენა და დაისაჯა

ლას ვეგასში გამართული სატიტულო ბრძოლა რუს პიოტრ იანსა და ამერიკელ ალჯო სტერლინგს შორის მოულოდნელი ფინალით დასრულდა.

თანაბარი ბრძოლა მე-4 რაუნდში რუსის არასპორტული აკრძალული დარტყმითა და დისკვალიფიკაციით დასრულდა. იანმა მუხლებზე მყოფ მეტოქეს მუხლი სახეში ჩაარტყა და ნოკაუტში ჩააგდო, რაც წესებით დასჯადი გახლავთ.

ალჯომ წამოდგომა ვეღარ შეძლო. წესების თანახმად, თუ ამერიკელი წამოდგომას შეძლებდა, არბიტრს ბრძოლის გაგრძელება შეეძლო, თუმცა სტერლინგი საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და ლოგიკურად ორთაბრძოლა იქვე უნდა დასრულებულლიყო.

საბოლოოდ, ალჯოს გამარჯვება ჩაეთვალა, თუმცა მან ქამარი ძირს დააგდო, რადგან ასეთი ფინალი არც მას სურდა.

ბრძოლის შემდეგ იანმა ბოდიში მოიხადა: „ბოდიშს ვიხდი და ალჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აკრძალული დარტყმის შესრულებას არ ვაპირებდი, დიდი შეცდომა დავუშვი და ამისთვის გადავიხადე კიდეც“.

პიოტრ იანის შესახებ რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა: „პიოტრს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ის ოპონენტში მტერს ხედავს. მას სჭირდება, რომ ის მოკლას. მე ამას ნორმალურად ვუყურებ.

მას სასტუმროში ზუსტად 2 წლის წინ აშშ-ში, კერძოდ კი ფინიქსში შევხვდი. მე და ალჯო (სტერლინგი) სადღაც მივდიოდით და უცებ მას შევხვდით. შიშის მომგვრელი მზერით გვიყურებდა და რუსულად რაღაცას გვეუბნებოდა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები