Aa Aa
3 მარტი 2021  |  13:33

3 თვე ვერ გაივლის - MMA-ის მებრძოლის საზარელი ტრავმა

Urban Fight Night 24-ის მთავარი ბრძოლა დინ მაქსუელსა და რეიმენტ რენდელს შორის გაიმართა და სასწორზე საჩემპიონო ქამარი იდო. მაქსუელი შერკინებას მარცხის გარეშე შეხვდა და ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს დარჩა.

ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, რენდელმა მეტოქეს წვივის უკანა ნაწილში დაარტყა. თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს დარტყმას მაქსუელისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, მაგრამ როგორც კი, იგი მარჯვენა ფეხს დაეყრდნო, მაშინვე ოქტაგონზე დაეცა და ყვირილი დაიწყო.

მაქსუელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ადგილობრივი პრომოუტერის, სუმან მოხტარიანის ინფორმაციით, მას ოპერაცია დასჭირდა და 3 თვის განმავლობაში სიარულს ვერ შეძლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში