Aa Aa
2 მარტი 2021  |  11:59

310-ე კვირა სათავეში - ჯოკოვიჩი ფედერერის რეკორდს გაუთანაბრდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში ჯამურად გატარებული კვირების რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე როჯერ ფედერერს ეკუთვნოდა.

გუშინ დაიწყო 310-ე კვირა, როცა „ნოლე“ ATP-ის რეიტინგის სათავეშია, რაც როჯერის შედეგის იდენტურია, მომავალი კვირიდან კი სერბი შვეიცარიელს ამ წოდებას სრულად ჩამოართმევს.

ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მეხუთედ 2018 წლის ივნისში მოექცა და მას შემდეგ ლიდერობას არავის უთმობს. ისე კი, ნოვაკს პირველი ჩოგნის რანგში ყველაზე დიდი პერიოდი - ზედიზედ 122 კვირა, 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის ნოემბრამდე აქვს გატარებული.

სერბ ვარსკვლავს ამჟამად 12 030 სარეიტინგო ქულა აქვს და მსოფლიოს მე-2 ჩოგან რაფაელ ნადალს 2000-ზე მეტი ქულით უსწრებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში