Aa Aa
1 მარტი 2021  |  13:37

კუმანის ნაცვლად არტეტა?

7 მარტს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული, რომელშიც გამარჯვებას ჟოან ლაპორტას უწინასწარმეტყველებენ. წინასწარი მონაცემებით კატალონიელთა ყოფილი პრეზიდენტი ტონი ფრეიშასა და ვიქტორ ფონტის აშკარად უსწრებს.

RAC1-ის ცნობილი ჟურნალისტი ხერარდ რომერო წერს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ლაპორტა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიკელ არტეტას დანიშვნას შეეცდება. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ კუმანმა მიმდინარე სეზონი უტიტულოდ დაასრულა.

ლაპორტას გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ მათი პროექტისთვის იდეალური ვარიანტი სწორედ არტეტას კანდიდატურაა.

როგორც მოგეხსენებათ, არტეტა „ლა მასიას“ აღზრდილია, თუმცა „ბლაუგრანაში“ პირველ გუნდში მას არასდროს უთამაშია. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, მიკელი 20016-2019 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას თანაშემწედ მუშაობდა, 2019 წლის დეკემბრიდან კი ლონდონის „არსენალი“ ჩაიბარა.

არტეტა გვარდიოლას სტილის მიმდევარია.

ამ ინფორმაციის შესახებ ამ მომენტამდე ლაპორტას გუნდის წევრებიდან კომენტარი არავის გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, ლაპორტა გამარჯვების შემთხვევაში ჩავის დანიშვნას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ის თვლის, რომ მას გამოცდილება აკლია და „ბარსელონას“ მომავალში აუცილებლად ჩაიბარებს, მაგრამ არა ახლა.

ვიქტორ ფონტი კი ხმების მიღებას სწორედ ჩავის მწვრთნელად დანიშვნის დაპირებით გეგმავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში