Aa Aa
1 მარტი 2021  |  00:55

სუსტ მეტოქეს შეხვდება - ბასილაშვილი როტერდამში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიდერლანდებში როტერდამის 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზებს. მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელმაც ხსენებულ ტურნირში მონაწილეობა კვალიფიკაციის გზით მოიპოვა.

ეს მოთამაშეები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან. ცნობისთვის, ნორი ამჟამად ATP-ს რეიტინგში 65-ე ადგილზეა. ნიკოლოზი კი მე-40. წყვილიდან გამარჯვებულს მეორე წრეში რთული მეტოქე ელოდება. ბასილაშვილს ან ნორის, კარენ ხაჩანოვი ან სტენ ვავრინკა შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართველი ჩოგბურთელი არასახარბიელოდ გამოიყურება. მისი წარუმატებლობა კი საფრანგეთში, მონპელიეს 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე გაგრძელდა. ბასილაშვილი 113-ე ჩოგანს გრეგორი ბარერის დაუპირისპირდა და ორ სეტში იდენტური ანგარიშით 4:6 4:6 დამარცხდა.

ეს წაგება ნიკოლოზისთვის ზედიზედ მეოთხე იყო. უკანასკნელად ქართველმა ანტალიის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, სადაც ადგილობრივ ალტუგ ჩელიკბილეკს აჯობა. ამის შემდეგ ქართველი იმავე გათამაშებაში და მინაურთან დამარცხდა. ჰამბურგის 2-გზის გამარჯვებულმა ანტალიიდან მელბურნში გადაინაცვლა და მარიო მარტინესთან წააგო. ბასილაშვილმა დამარცხება ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელ ტომი პაულთანაც მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზის და ნორის დაპირისპირება პირველ მარტს თბილისის დროით 16:00-ით თარიღდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში